ორ სამხედრო მოსამსახურეს დიდგორის ჯვრის მედალი გადასცეს

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწყებრივი მედლით “დიდგორის ჯვარი” თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.

იზორიას თქმით, მათ განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი საერთაშორისო მისიებში “თავიანთი ლიდერული თვისებებით”.

დიდგორობის აღნიშვნას დღეს, 12 აგვისტოს, დიდგორი ველზე შეუერთდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

“ყველას გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს. დიდგორი ჩვენი გმირული ისტორიაა, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლო. ჩვენი დიდგორი გრძელდება და ეს არის ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ მშვიდობას, ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას და გამთლიანებას.”- განაცხადა ბახტაძემ.

დიდგორის ჯვრის მედალი სწორედ დიდგორობის გამო 2014 წელს დააწესეს და მას საბრძოლო გამარჯვებისთვის გამორჩეულ სამხედროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გადასცემს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com