ახალი ამბები

უაქციზო სიგარეტის გაყიდვისთვის ბრალდებით 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

2 აგვისტო, 2018 • 1198
უაქციზო სიგარეტის გაყიდვისთვის ბრალდებით 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვა – გაყიდვისთვის ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ცნობით,  გაყიდვის მიზნით დაკავებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში, 4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, თბილისში, 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვას ახდენდნენ.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება,”-წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც  6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი