ნუცუბიძის ფერდობზე „ავერსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელს თანამედროვე დიზაინით მოწყობილი კიდევ ერთი  აფთიაქი შეემატა, რომელიც დღეიდან ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას წამლებისა თუ პარაფარმაცევტული ნაწარმის მრავალფეროვან არჩევანს და კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას შესთავაზებს. ღია დახლები, კუნძულები და პროდუქციის თემატური განლაგება არჩევანს აადვილებს და მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი, დახვეწილი ინტერიერი და განათების თანამედროვე სისტემა კი, სასიამონო განწყობას ქმნის.

"ავერსის" ქსელის უკვე 239-ე ფილიალი კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ გახსნა

“ავერსის” ქსელის უკვე 239-ე ფილიალი კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ გახსნა

ეს, როგორც „ავერსის“ დამფუძნებელმა გვითხრა, „ავერსის“ ქსელის უკვე 239-ე ფილიალია.

ნუცუბიძის პლატოს მოსახლეობისგან არაერთი წერილი მივიღეთ თხოვნით, ამ უბანში აფთიაქი გაგვეხსნა, – აღნიშნა პაატა კურტანიძემ, „ავერსის“ დამფუძნებელმა. – ჩვენდა სასიხარულოდ, ფართობი მოიძებნა, გავარემონტეთ და დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას „ავერსის“ კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების აფთიაქი მოემსახურება“.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, ეკა ბურძენიძემ კი აღნიშნა, რომ ქსელის ერთგულ მომხმარებლებს კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით:

„ეს „ავერსის“ პირველი აფთიაქია ნუცუბიძის ფერდობზე. მოსახლეობას, როგორც ყოველთვის, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაწარმს შევთავაზებთ. მათ ელით უამრავი სიურპრიზიც. მაგალითად, დღეს და ხვალ ახალი აფთიაქის ყოველი მომხმარებელი „ავერსის“ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს. საჩუქრები, ფასდაკლებები და სხვა საინტერესო აქციები მომავალშიც გაგრძელდება“.

იზოლდა აფხაზავა ახალი აფთიაქის პირველი მომხმარებელი გახლავთ:

„მიხარია, რომ წამლებისა თუ თავის მოვლის საშუალებების შესაძენად ამიერიდან შორს წასვლა აღარ მომიწევს, ვენდობი „ავერსს“. პროდუქციის ხარისხით უზომოდ კმაყოფილი ვარ, კეთილგანწყობილი, გულისხმიერი ფარმაცევტების წყალობით კი, „ავერსის“ აფთიაქებში ყოველთვის საოცრად დადებითი ატმოსფეროა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი