ახალი ამბები

მარნეულში, “ავერსის” კლინიკაში, გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც COVID-19 გადაიტანა

26 დეკემბერი, 2020 • 1669
მარნეულში, “ავერსის” კლინიკაში, გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც COVID-19 გადაიტანა

მარნეულში, “ავერსის” კლინიკაში, 23 წლის ექიმი გიორგი ბუაძე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” “ავერსში” განუცხადეს, ახალგაზრდა ექიმს COVID-19 ჰქონდა გადატანილი და კოვიდსასტუმროში მკურნალობდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ის სასტუმროს დატოვების შემდეგ 5 დღის მანძილზე იმყოფებოდა სახლში, რის შემდეგაც სამსახურში დაბრუნდა.

“ჩვეულებრივ, სამუშაო დღე იყო მისთვის. იყო სამუშაოზე. საპირფარეშოში შევიდა. რომ აღარ გამოვიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეაკითხეს და ნახეს გარდაცვლილი”, – ამბობენ “ავერსში”.

“რადიო მარნეულის” თანახმად, რომელიც კლინიკის თანამშრომელს ესაუბრა, გიორგი ბუაძე სამსახურში დაბრუნების შემდეგ მეორედ იყო ცვლაში.

ექიმის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი