ახალი ამბები

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, სად არ შეიძლება მარიხუანის მოწევა

30 ივლისი, 2018 • 7817
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, სად არ შეიძლება მარიხუანის მოწევა

დღეს, 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის.

მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

  • საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია/გაყიდვაზე. გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება

მასალების გადაბეჭდვის წესი