ბიძინა ივანიშვილიც მემარცხენეა – ენძელა მაჭავარიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ მისი ხედვები კვირიკაშვილის გუნდის შეხედულებებს ნაკლებად ემთხვეოდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა, რომელმაც კვირიკაშვილი ზიდანს შეადარა ნიკა მელიას გინების შემდეგ, რ2-ს განუცხადა.

“ნაკლებად ითვალისწინებდა, მაგალითად, ჩემს ხედვებს. ამ შემთხვევაში ჩემი ხედვები უფრო ემთხვევა ამ პარტიის თავმჯდომარისას, ვიდრე იმ გუნდისას. ისინი იყვნენ გამორჩეული მემარჯვენე ხედვებით და მე ვარ მემარცხენე ცენტრისტული პარტიის წევრი. ივანიშვილიც მემარცხენა, თორემ მემარცხენე პარტიას ხომ არ შექმნიდა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com