ახალი ამბები

ბრიტანეთში შესალოა სოციალურ ქსელებს Fake News-ების გავრცელებისთვის რეგულაციები დაუწესონ

29 ივლისი, 2018 • 1714
ბრიტანეთში შესალოა სოციალურ ქსელებს Fake News-ების გავრცელებისთვის რეგულაციები დაუწესონ

ბრიტანეთის პარლამენტის ციფრული, მედიის სპორტისა და კულტურის კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, საკუთარ პლატფორმაზე მავნე და არალეგალური კონტენტის არსებობაზე, როგორიც  ე.წ. “ფეიკ ნიუსია” (საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოსახდენად, განზრახ გავრცელებული ყალბი ახალი ამბავი), პასუხსისმგებლობა უნდა აიღონ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე BBC-სთან ამბობს, ე.წ. “ფეიკ ნიუსების” გავრცელება სოციალური მედიის მეშვეობით, სწრაფად იზრდება და რეალური ახალი ამბების გადაფარვას ახერხებს.

დემიენ კოლინსის თქმით, ადამიანებს უჭირთ განასხვაონ რეალური და ცრუ ახალი ამბები ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, კომიტეტი სოციალური მედიისთვის რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოდის:

“თუ ეს მეთოდი იმდენად ძლიერია, რომ მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლია მისწვდეს და დეზინფორმაცია წყაროს გარეშე გაავრცელონ – ეს საფრთხეა, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ” – ამბობს კოლინსი.

კომიტეტის განცხადებით, ე.წ. “ფეიკ ნიუსები” დემოკრატიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ბრიტანეთში კი ბრექსითის პროცესზე ახდენს დიდ გავლენას.

კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ცრუ ინფორმაციის სოციალური ქსელებით გავრცელების საკითხს წელიწადზე დიდხანს იკვლევდნენ.  დასკვნის მიხედვით, კომიტეტი სთავაზობს ქვეყნის მთავრობას, დააწესოს ჯარიმები ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც “ფეისბუკი” და “ტვიტერია” და შეიქმნას გამჭვირვალე საკანონმდებლო ბადე ისეთი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანის მომტანად ჩაითვლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი