ახალი ამბები

მეუფე გრიგოლის აზრით, თეთრუაშვილს არ სჯერა, რომ მამალაძე მის მოკვლას აპირებდა

24 ივლისი, 2018 • 2586
მეუფე გრიგოლის აზრით, თეთრუაშვილს არ სჯერა, რომ მამალაძე მის მოკვლას აპირებდა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის აზრით, ის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ილია მეორის მდივან-რეფერენტის მოკვლას აპირებდა, თავად შორენა თეთრუაშვილსაც არ სჯერა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

“ისეთი სახე  მიიღო [ამ გამოძიების პროცესმა], თითქოს ეს გამოძიება კი არა, რელიგიური პოსტულატია, რომელიც რწმენით უნდა მივიღო. გამოძიება, ბუნებრივია, ეყრდნობა ფაქტებს, მყარ ლოგიკას და, შესაბამისად, ეს წარმოაჩნეს, ადასტურებს ადამიანის ბრალეულობას… შეიძლება აღიარებდეს და შეიძლება არც აღიარებდეს. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მამა გიორგი რამდენად დამნაშავე იყო თუ არ იყო. ჩემთვის ეს არ არის დამაჯერებელი, თვითონაც არ აღიარებს და ვისი მკვლელობის მცდელობაშიც ბრალი დაედო, მე მგონი, იმასაც არ სჯერა ეს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვას, უსაბრია თუ არა მას ამ საკითხზე შორენა თეთრუაშვილთან, მან მეუფე გრიგოლმა უპასუხა:

“თავს შევიკავებ”.

 

მიტროპოლიტის თქმით, მას იმის უფრო სჯერა, რასაც ციანიდის საქმის თავდაპირველ ეტაპზე მაშინდელი პრემიერი კვირიკაშვილი ამბობდა, რომ სახელმწიფომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული აღკვეთა. თუმცა სინოდის წევრი ხაზს უსვამს, რომ ამ მოსაზრებით არ გულისხმობს იმას, რომ დეკანოზი მამალაძე აუცილებლად დამნაშავეა. მისი თქმით, ეს ძიების საქმეა, თუმცა მას აქვს ვარაუდი, რომ საქმე უფრო “გარკვეული კონფიგურაციის დალაგებასთან გვქონდა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი