ახალი ამბები

პროკურორები მამალაძეს სთხოვდნენ, ეთქვა, ვინ ვისთან იყო “სოდომურ ცოდვაში” საპატრიარქოში – პეტრე ცაავა

31 ოქტომბერი, 2019 • 2359
პროკურორები მამალაძეს სთხოვდნენ, ეთქვა, ვინ ვისთან იყო “სოდომურ ცოდვაში” საპატრიარქოში – პეტრე ცაავა

უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ პროკურორები დეკანოზ გიორგი მამალაძისგან ითხოვდნენ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ აირჩია მსჯავრდებულმა დეკანოზმა დუმილის უფლება, ხოლო პროკურატურა აცხადებდა, რომ გიორგი მამალაძე თითქოს არ თანამშრომლობდა საგამოძიებო უწყებასთან. პეტრე ცაავას თქმით, საპატრიარქო მამალაძეს გვერდში ადრევე უნდა დასდგომოდა, თუმცა დღეს ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მოუწია.

დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ სხდომის დასრულების შემდეგ, სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ  წმინდა სინოდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

“სინოდის სხდომაზე ვთქვი, რომ თქვენ პროკურატურას ნდობა რომ გამოუცხადეთ, ის პროკურატურა მამაოს [დეკანოზ გიორგი მამალაძეს] სთხოვდა, ეღიარებინა, თითქოს პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი სოსო ოხანაშვილთან ერთად პატრიარქის მკვლელობას ავალებდა. ამავე დროს პროკურორები სთხოვდნენ მას, ეთქვა, ვინ ვისთან არის “სოდომური ცოდვით” დაცემული საპატრიარქოში. ამ ფონზე ვითხოვდი, დავდგეთ პრინციპულად და ქუდზე კაცი გამოვიდეთ… რატომ სთხოვდნენ ამას გიორგი მამალაძეს, ეს თქვენთვის მომინდვია. ამაზე ის არ წავიდა და დუმილის უფლებას სწორედ ამიტომ იყენებდა. [პროკურორები] ციანიდზე კი არ უსვამდნენ კითხვებს, არამდე ასეთ უმსგავსობაზე”, – განაცხადა “მთავარის ეთერში” პეტრე ცაავამ.

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი