ახალი ამბები

აშშ–ში საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში შენობა შეიძინა

17 თებერვალი, 2014 • • 2092
აშშ–ში საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში შენობა შეიძინა

მისი თქმით, აქამდე ვაშინგტონში საქართველოს საელჩო იჯარით აღებულ შენობაში იყო განთავსებული. 

 

“ერთი ძალიან სასიხარულო მოვლენა, რომელიც გასულ კვირას მოხდა, გახლავთ ის, რომ საქართველომ შეიძინა საკუთარი შენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან ბევრი ქართველი დიპლომატის დიდი ხნის ოცნება ახდა, რომ ჩვენ საელჩო გვქონდეს საკუთარი შენობაში ისეთ პარტნიორ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია.

 

შესყიდვა განხორციელდა ყველა საერთასორისო ნორმის დაცვით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. ჩართული იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, შესწავლილ იქნა ადგილობრივი ბაზარი და 2014 წლის 14 თებერვალს ეს პროცედურა საბოლოოდ დასრულდა, და ამიერიდან ჩვენ გვაქვს საკუთარი შენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისი ინფორმაციით, შენობა ვაშინგტონში საქართველოს ამჟამად მოქმედი საელჩოს შენობის სიახლოვეს მდებარეობს. ზალკალიანმა ნეტგაზეთს ვერ დაუკონკრეტა თანხა, თუ რა დაუჯდა ქართული მხარეს შენობის შეძენა:

 

“ეს გახლავთ კიდევ ერთი დადასტურება, რომ ახალი ხელისუფლება ბიუჯეტის სახსრების ეფექტიანად დახარჯვისთვის არის მოწადინებული. იჯარის თანხები არაეფექტურია, ამიტომ ჩვენ თანდათან გადავალთ საელჩოების შეძენის პროცედურაზე, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში”, – აცხადებს ზალკალიანი.

 

საელჩოს ამჟამინდელი შენობა ვაშინგტონში
საელჩოს ამჟამინდელი შენობა ვაშინგტონში

მასალების გადაბეჭდვის წესი