ახალი ამბები

მაშველები, რომელთა ნავი კრწანისში დინებამ წაიღო, უსაფრთხოდ არიან – 4tv.ge

23 ივლისი, 2018 • 2073
მაშველები, რომელთა ნავი კრწანისში დინებამ წაიღო, უსაფრთხოდ არიან – 4tv.ge

4tv.ge-ის ინფორმაციით, სოფელ კრწანისთან სტიქიის ზონასთან, ნავი, რომელშიც მაშველები იმყოფებოდნენ დინებამ წაიღო. ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი მაშველი ნავიდანაც გადავარდა.

როგორც ცნობილია ძლიერი წვიმის გამო სოფელი კრწანისი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სოფელ კრწანისში მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ძლიერი ნალექის გამო დატბორილი სახლებიდან მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

“წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. მაშველებმა 15-მდე მოქალაქის ევაკუაცია 10-მდე საცხოვრებელი სახლიდან განახორციელეს. მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე სამაშველო ნავებით გამოიყვანეს. ადგილზე რჩება სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური”, – აცხადებენ უწყებაში.

მოგვიანებით ტელეკომპანიასთან პირდაპირ ჩართვაში სამაშველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წყლიდან ყველა მაშველი გამოვიდა და საფრთხე არავის სიცოცხლეს არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი