ახალი ამბები

101 მომხრე დეპუტატი – შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორია

16 ივლისი, 2018 • 2796
101 მომხრე დეპუტატი – შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორია

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორია. ამ გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტმა დღეს დაუჭირა: 101 მომხრე, 2 წინააღმდეგი.

11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 15-დან 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი შალვა თადუმაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის  პოსტზე წარსადგენად.

შალვა თადუმაძე 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრია.

წულუკიანი: შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არაა, მე მისი შვილის ნათლია ვარ

მასალების გადაბეჭდვის წესი