ვანო ზარდიაშვილის ბინები და ქონება – დეკლარაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ცოლთან ერთად 8 ბინას ფლობს, საიდანაც 2 ნაჩუქარია, ხოლო დანარჩენი შეძენილი.

2017 წელს ზარდიაშვილის მეუღლემ ორი ბინა მიიღო საჩუქრად- ერთი თბილისში, ხოლო მეორე- ბათუმში რომელთაგან ერთის ღირებულება 170 000 ლარია, ხოლო მეორის – 60 000 ლარი.

ვანო ზარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა და 2017 წლის მდგომარეობას ასახავს, დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” და მისი მეუღლე შემდეგ ბინებს ფლობენ:

110 კვ.მ ფართის ბინა თბილისში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე – მფლობელი თინათინ აბრალავა (ზარდიაშვილის მეუღლე). შეძენის ფორმა – ჩუქება 2017 წელს.

51,6 კვ.მ ფართის ბინა ბათუმში ანგისას ქუჩაზე – მფლობელი თინათინ აბრალავა (ზარდიაშვილის მეუღლე). შეძენის ფორმა – ჩუქება 2017 წელს.

160 კვ.მ ფართის ბინა თბილისში, რთველაძის ქუჩაზე – მფლობელი ვანო ზარდიაშვილი. შეძენის ფორმა ნასყიდობა 2013 წელს. ღირებულება 105 000 დოლარი.

117 კვ.მ ფართის ბინა თბილისში, ბახტრიონზე – მფლობელი ვანო ზარდიაშვილი. შეძენის ფორმა ნასყიდობა 2011 წელს. ღირებულება 90 000 დოლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზარდიაშვილი თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე ასევე ფლობს 4  ბინას (თითოეულის ფართობი 49 კვ.მ-ია ). დეკლარაციის მიხედვით, ოთხივე მათგანი ზარდიაშვილმა 2014 წელს იყიდა, თითოეული – 20 000 დოლარად.

გარდა ბინებისა, ზარდიაშვილის მეუღლე თბილისში ფლობს (2016 წელს) 30 000 დოლარად ნაყიდ კომერციულ ფართს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე.

დეკლარაციის თანახმად, ზარდიაშვილს და მის მეუღლეს ავტომობილი არ აქვთ.

2017 წელს ზარდიაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, ხელფასის სახით 57 645 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე – 52 655 ლარი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლექტორის პოზიციაზე – 7200 ლარი.

ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს, დეკლარაციის თანახმად, ბიზნესი არ აქვთ. ზარდიაშვილს 2016 წელს აქვს გამოტანილი იპოთეკური სესხი (103 000 დოლარი). მის მეუღლეს იჯარის სახით 2017 წელს  3900 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. 2 შვილის სწავლაში 2017 წელს 11 ათასი ლარი აქვთ დახარჯული.

გასული წლების დეკლარაციის მიხედვით, ვანო ზარდიაშვილს მამამ 2015 წელს 100 000 დოლარი აჩუქა ბინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან.

ვანო ზარდიაშვილის სამუშაო გამოცდილება დეპუტატობამდე

  • სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე (2013 – 2016)
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (2013 – 2013)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 – 2013)
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 – 2012)
  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე (2007 – 2010)
  • თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი (2007 – 2007)
  • საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი (2004 – 2006)
  • საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე (2004 – 2004)
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი (2004 – 2004)
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com