ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტმა 94 ხმით მიიღო დადგენილება ვანო ზარდიაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა და ამის მიზეზად მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია დაასახელა. ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეკა ბესელიასთან დაპირისპირება. 26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში თემურ გოცირიძე იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.