ახალი ამბები

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლედ თემურ გოცირიძე შევიდა

10 დეკემბერი, 2019 • 1185
პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლედ თემურ გოცირიძე შევიდა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 10 დეკემბერს, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა თემურ გოცირიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას. შესაბამისად, გოცირიძე საკანონმდებლო ორგანოში ვანო ზარდიაშვილის ნაცვლად შევიდა.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი ყოფილ თანაგუნდელთან, ეკა ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა. ეკა ბესელია ზარდიაშვილს თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ე.წ. მოსამართლეთა კლანის ლობირებაში. ერთ-ერთი კანდიდატის განხილვისას კი ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გამოიყენა, რის შემდეგაც ბესელიამ მას სახეში ხელი აარტყა.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი