ახალი ამბები

შსს: ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული [ვიდეო]

5 ივლისი, 2018 • 1411
შსს: ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველი გამომძიებლების მონაწილეობით ესპანეთის რამდენიმე ქალაქში სპეცოპერაცია „კუში” ჩატარდა, რის შედეგადაც ესპანეთში მოქმედი “სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრია დაკავებული”.

შსს-ს განცხადებით, სომხურ-ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას სომეხ “კანონიერ ქურდთან” ერთად ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ. უწყების ცნობით, დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე შუშანაშვილების კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “კუში” ე.წ. საბჭოთა კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ 2010 წლიდან დღემდე ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპეცოპერაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი