ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

28 ივნისი, 2018 • 1375
საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო,   საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ 30 წთზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთზე იქნება. ელექტრომატარებელი807 ბათუმითბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთზე გამოვა,  ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთზე ჩავა. მატარებელი805  ბათუმითბილისი, ბათუმიდან 14 სთ 20 წთზე გამოვა,  ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისიბათუმი 8 სთ 05 წთზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთზე ჩავა.  ხოლო მატარებელი №897  ბათუმიქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთზე გამოვა და ქუთაისში 23 სთ 55  წთზე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი