როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (NCDC) მაღალი ტემპერატურის პირობებში ბავშვების ძლიერი სიცხისგან დასაცავად რეკომენდაციებს ავრცელებს.

NCDC-ს განცხადებით, ტემპერატურის მოულოდნელი ცვლილება, მათ შორის ადრეულ ზაფხულში მაღალი ტემპერატურის ტალღა შესაძლოა სტრესის მიზეზი გახდეს ბავშვის ოგანიზმისთვის და სხვადახვა ფორმის დაავადებები გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვები ძლიერი სიცხისგან და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს დაუკავშირდნენ.

ცენტრში აცხადებენ, რომ ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

პედიატრს უნდა დაუკავშირდეთ შემდეგი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში:

  • სისუსტე
  • ძლიერი დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  •  ცხელება
  •  ინტენსიური წყურვილი
  •  შარდის შეკავება
  •  გულისრევა
  •  ღებინება
  •  ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
  •  დაბუჟება
  •  კუნთების ტკივილი
  •  კუნთების სპაზმი
  •  ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)

დაავადებათა კონტროლის განცხადებით, თუ აღნიშნულ სიმპტომებს შენიშნავთ, ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ გრილ ადგილას და მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, დედის რძე საკმარისად ჰიდროტირებულია და ბავშვისთვის დამატებითი სითხის მიცემა საჭირო არ არის, თუმცა იმისათვის, რომ საკმარისი რძე გქონდეთ, თავად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

“არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.

ძლიერ სიცხეში ბავშვები შეიძლება გახდნენ დეპრესიულები. მაგალითად, მათთვის სტრესია მკვდარი ცხოველების ან მცენარეების დანახვა. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბავშვებს ხშირად აქვთ კითხვები გარემოსთან დაკავშირებით, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მათ კითხვებს ღიად და გულწრფელად, მაგრამ გაითვალისწინეთ, მიაწოდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ ასაკს შეესაბამება” – ამბობენ ცენტრში.

რეკომენდაციები

  • თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 22-26 გრადუსს შორის), რომელიც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი
  • მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას
  • დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით
  • თუ ეს უსაფრთხოა, ღამით ღია ფანჯარა დატოვეთ, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება
  • თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია, დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან – გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებული ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა
  • აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.
  • თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით უსაფრთხო მანძილზე ბავშვისგან და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება
    თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)
  • გადაანაწილეთ და დაგეგმეთ გარეთ გასვლა დღის უფრო გრილ პერიოდში
  • თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.
  • გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.
  • აირიდეთ მზის დასხივება
  • უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართო ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ შერჩეული ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერებში და დამზადებული იყოს ჰაერგამტარი მასალისგან.
  • ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 50C-ით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.
  • თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს. დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.
  • არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში. მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.