შსს-ს ცნობით, საქართველოში შრი-ლანკის 8 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრი-ლანკის 8 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, ისინი  მიხედვით სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს დანაშაული 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს ცნობით, დაკავების ოპერაციაშია სასაზღვრო პოლიციასთან ერთად  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი