„ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2018 წლის 6-8 ივნისს საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი ხელმძღვანელობდა. ისინი ეწვივნენ სს გეს „საქრუსენერგოს”, დაათვალიერეს კომპანიის სათაო ოფისი, დამხმარე შენობა-ნაგებობები და ტექნიკა.

დელეგაცია მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი ხელმძღვანელობდა

დელეგაცია მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი ხელმძღვანელობდა

შეხვედრა გაიმართა კომპანია სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორთან, მის მოადგილეებთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ სტუმრებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე განიხილეს სს გეს „საქრუსენერგოს“ ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

ანდრეი მუროვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან

ანდრეი მუროვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან

ვიზიტის ფარგლებში საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებისა და ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. დასასრულს, მხარეები სს გეს „საქრუსენერგოს“ შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი