112 ხარვეზებით მუშაობს, მოგვწერეთ ფეისბუკზე – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.

შსს მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევისას 112-ის ფეისბუკის გვერდზე მისწერონ პირადი შეტყობინების სახით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 112-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება: “ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.