ახალი ამბები

სარალიძე ეჭვობს, რომ მირზა სუბელიანი შსს-ში დასაკითხად არ იმყოფებოდა

8 ივნისი, 2018 • 3526
სარალიძე ეჭვობს, რომ მირზა სუბელიანი შსს-ში დასაკითხად არ იმყოფებოდა

“თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ 9 საათი სჭირდებოდა ამ კაცის დაკითხვას? მე არ მგონია, რომ ის იქ დასაკითხად ყოფილიყო”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ პროკურტაურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გუშინდელი დაკითხვის კომენტირებისას გააკეთა.

ზაზა სარალიძე ხაზს უსვამს, რომ მირზა სუბელიანი გუშინ მეორედ დაიკითხა.

“9-10 საათი მეორედ ამის დაკითხვა… საერთოდ, პირველი დაკითხვა არის გრძელვადიანი, მეორედ ხდება ინფორმაციის დაზუსტება.  1- 2 საათია [საჭირო მეორე დაკითხვაზე]”, – თქვა სარალიძემ.

თუ არა დაკითხვა, მაშინ რის გამო იმყოფებოდა სუბელიანი შსს-ში 9-10 საათის განმავლობაში გუშინ?

“ალბათ მოლაპარაკება მიდიდოდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა”, – აბობს სარალიძე.

მირზა სუბელიანს ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მოხდარი მკვლელობის გამოძიების “გაყალბების საქმის” ერთ-ერთ ფიგურანტად მიიჩნევს და მის დაკავებას მოითხოვს. სარალიძის ცნობით, ჩხუბში სუბელიანის ახლო ნათესავები მონაწილეობდნენ და ამ უკანასკნელის ინტერესი, რომ საქმე  “შეკრეილიყო”, სწორედ აქედან მოდის. სუბელიანი ამ ინფორმაციას უარყოფს. სარალიძე სუბელიანის დაკავებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი