კუპრავას თქმით, უცხოეთში არა სააკაშვილს, არამედ ინფორმატორებს შეხვდა

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა უცხოეთიდან დაბრუნდა. როგორც ზვიად კუპრავა აცხადებს, საზღვარგარეთ არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ ინფორმატორებს შეხვდა.

“ვინაიდან მაღალია სუს-ის ინტერესი ჩემს მიერ ჩატარებული შეხვედრების მიმართ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს შეხვედრა საზღვარგარეთ ყოფილიყო. მე ვხვდებოდი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მეგობრებს, ყოფილ მეგობრებს. ის ინფორმაცია, რასაც ვავრცელებდი, თუნდაც მირზა სუბელიანთან მიმართებით, სწორედ ამ ტიპის ადმაიანებისაგან მქონდა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ამ ადამიანებთან შეხვედრაც”, – განაცხადა კუპრავამ.

მან არც ქვეყანა დაასახელა, სადაც ორი დღით იმყოფებოდა და არც ადამიანები, ვისაც შეხვდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com