ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა[LIVE]

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ ოპოზიციის აქციას მისი დაწყებიდან რამდენიმე საათის მანძილზე არ ესწრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე განცხადებები გააკეთეს და მოითხოვეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ სად არის ზაზა სარალიძე. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ მას სარალიძემ აქციის დაწყებისას SMS მისწერა და უთხრა, რომ დემონსტრაციაზე მისვლას აპირებდა, თუმცა ამის შემდეგ არ გამოჩენილა.

ამის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც მანამდე სარალიძეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე შეხვდა, “ფეისბუქზე” დაწერა, რომ „ზაზა სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ”. ლომჯარია წერდა, რომ სარალიძესთან მუდმივ კონაქტზე იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com