მელია: ხვალ ყველა ერთად გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმას კვირას, 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე გაასაჯაროებენ. ნიკა მელია სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან მას შემდეგ მივიდა, რაც ზაზა სარალიძემ პარტიებს თავად მიმართა, აქციებს შეერთებოდნენ.

“თქვენ დაინახეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში როგორი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მთელი სისტემა- ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, გაგრძელებული პოლიტიკური ხელმძღვანელებით. აქ ჩვენს გვერდით დღეს დგას ორი ვერაგულად და სასტიკად მოკლული, შვილმკვდარი მამა, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ახსნა-განმარტება ხელოსუფლების მხრიდან, დასცინეს, შავი პიარი, პროპაგანდის წარმოუდგენელი მანქანა აუმუშავეს. ცილი დასწამეს იმაში, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული. როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუსში, კანცელარიაში და ა.შ. და შენს ღირსებას ლახავს, შენი ტრაგიკული ოჯახის ღირსებას ლახავს  ფეხქვეშ – ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად დაცინვა ამ ადამიანების?” – თქვა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.