ახალი ამბები

ლინკევიჩუსი: ლიეტუვა ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს სუვერენტიტეტის ხელყოფას გმობს

29 მაისი, 2018 • 1883
ლინკევიჩუსი: ლიეტუვა ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს სუვერენტიტეტის ხელყოფას გმობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება. როგორც მან ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, ლიეტუვა გმობს კრემლს დაქვემდებარებული ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს სუვერენტიტეტის ხელყოფას.

“ლიეტუვა მკაცრად გმობს კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ ხელყოფას. საქართველოს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ.  ყველა იმ პირმა, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ ვულგარულ დარღვევის უკან დგას, პასუხი უნდა აგონ,” – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

დღეს, 29 მაისს გახდა ცნობილი, რომ სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იწყებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართული მხარე უკვე გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი