დალია გრიბაუსკაიტე. ფოტო: EPAARIS OIKONOMOU / POOL

“ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები” – ლიეტუვის პრეზიდენტის მილოცვა საქართველოს

ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრობას.

“ნეტგაზეთი” მისალოც ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო საქართველო,

ლიეტუვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან.

მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.

თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან ყოფილიყავით თავისუფლები.

დღეს ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად.

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება.

და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები – მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია.

დიდება თავისუფლებას!”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან