ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია

3 აპრილი, 2023 • 904
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ჩავიდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი შეხვდება ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასს, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს და სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ „უკრაინულ ცენტრს“ ეწვევა.

ზურაბიშვილთან ერთად ლიეტუვაში დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდიაც გაემგზავრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი