ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ემუქრებიან და შსს-ს მიმართავს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ უცნობი მამაკაცი მას ემუქრება და შსს-ს მიმართავს, რომ დაიცვან.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პოლიციელებს მან წარსულშიც მიმართა, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და უკვე წლებია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს.

გრიგოლიას წერილიდან ირკვავა, რომ ეს ადამიანი მას პირველად 2011 წელს, ციხიდან დაუკავშირდა, 2013 წლის ამნისტიის შედეგად კი საპატიმრო დატოვა და შევიწროება და მუქარა განაგრძო.

“იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რადგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას… ვიარე პოლიციაში, დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი… ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ, თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა. !!!!!! დღემდე გრძელდება ეს ამბავი, დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა,რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი, ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან… მიადგა მამაჩემს და ეუბნება, ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა,რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა…. არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა.

პერიოდულობით ვთხოვდი პოლიციას დაცვას, აქამდე მეუბნებოდნენ,რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას,რადგან პირდაპირი მუქარა,რომ რამეს მიზამს (მაგალითად მომკლავს), არ იყო.. ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ მოძალადე დაიჭირონ… ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე,რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული,როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს…

p.s-მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარს და ოჯახის წევრ მამაკაცს, რომ ქართულად “მომეყომარებინა,, ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში. არ მინდოდა ჩემს გამო, ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა.. მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა, გადავწყვიტე, ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა, ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!! დავამატებ – საქმეც იყო აღძრული, მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რახან არ იყო ეს კანონი, დამტოვეს მარტო ჩენს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ,” – დაწრა ინგა გრიგოლიამ.

გრიგოლიას სტატუსი სრულად ნახეთ აქ:

ნეტგაზეთს შინაგნ საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება მუქარის ფაქტზე არის დაწყებული (სსკ-ს 151-ე მუხლით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი