ახალი ამბები

განვიხილავთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანურობის ისეთ ფორმებს, რისთვისაც ქვეყანა მზადაა – გახარია

18 მაისი, 2018 • 1916
განვიხილავთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანურობის ისეთ ფორმებს, რისთვისაც ქვეყანა მზადაა – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე კითხვის საპასუხოდ, დღეს, 18 მაისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შსს მხარს უჭერს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების კომპონენტში კანონმდებლობის გამკაცრებას, ისევე როგორც დიდი და განსაკუთრებითი დიდი რაოდენობის შეძენა/შენახვის ნაწილშიც. ხოლო რაც შეეხება, ინდივიდუალურ მოხმარებას, გახარია ამბობს, რომ სამინისტრო მზადაა განიხილოს ჰუმანურობის ისეთი დონის ფორმები, რა დონისთვისაც საქართველო და მისი ეკონომიკა არის მზად:

“იქ, სადაც ინდივიდუალურ მოხმარებაზეა საუბარი, ჩვენ ვიყავით მზად და დღესაც ვართ მზად, განვიხილოთ ჰუმანურობის ისეთი დონის ფორმები, რა დონისთვისაც ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ეკონომიკა არის მზად. ეს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. დღეს ამის მეტს არაფერს არ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ მესმის, პარლამენტში ძალზე სერიოზულად განიხილება და ფინალურ სტადიაშია გადასული მოხმარების კომპონენტის განხილვა და ჩვენ ჩვენი ვალდებულებებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არ მინდა გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ ნარკოტიკები, ისევე როგორც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ისევე როგორც ქურდული მენტალიტეტი და კიდევ ბევრი სხვა რამე, არის ჩვეულებრივი დანაშაულის წყარო, თუმცა ჩვენი ამოცანაა ყველანაირი საკანონმდებლო ინფრასტურქტურის პირობებში ამ დანაშულს ვებრძოლოთ და, რა თქმა, უნდა ჩვენ ამას გავაკეთებთ” – თქვა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი