ახალი ამბები

მიწისქვეშა პარკინგისთვის კომპანიებს თბილისში 3 ადგილი 1 ლარად გადაეცემათ

16 მაისი, 2018 • 1883
მიწისქვეშა პარკინგისთვის კომპანიებს თბილისში 3 ადგილი 1 ლარად გადაეცემათ

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად თბილისში სამი ადგილი დაინტერესებულ კერძო კომპანიებს ერთ ლარად გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, სამივე ადგილზე დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. კახა კალაძე ბიზნესს მოუწოდებს, ამ შესაძლებლობით დაინტერესდნენ.

„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი