ახალი ამბები

საქართველოში ებრაული დღესასწაული ხანუქა აღინიშნება

27 ნოემბერი, 2013 • • 2873
საქართველოში ებრაული დღესასწაული ხანუქა აღინიშნება

ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე და მცირე ერების დიდ ერებზე გამარჯვების სიმბოლოა.


წლების განმავლობაში დღესასწაული საქართველოშიც საზეიმოდ აღინიშნება.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, საქართველოში ხანუქას დღესასწაული ორ ქვეყანას _ ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული საქმიანი, ბიზნესისა და კულტურული ურთიერთობების, მიღწეული შედეგებისა და პერსპექტივების ერთგვარი პრეზენტაციაა.

 

თბილისელებს ხანუქას დღესასწაული თბილისის მერმა, გიგი უგულავამაც მიულოცა. 

 

“გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც ებრაელი ხალხი ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან აღნიშნავს თავისი დიდებული ისტორიის ერთ-ერთი სასწაულის – ტაძრის ხელახლა კურთხევისა და განწმენდის აღსანიშნავად. თბილისი ყოველთვის იყო და მუდამ იქნება მშობლიური სახლი ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანისთვის, მათ შორის ჩვენი თანამოძმე და თანამოქალაქე ებრაელებისათვის,”- წერია უგულავას მილოცვაში. 

 

დღესვე, 20:30 საათზე, თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ხანუქას აღნიშვნის საზეიმო ცერემონია. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ოფიციალური დელეგაცია ისრაელიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი