ავტომანქანის გაქურდვისა და მოპედების მოპარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომანქანის გაქურდვისა და მოპედების მოპარვის ბრალდებით, თბილისში სამი პირი დააკავა. შსს-ს  ინფორმაციით,  დაკავებულებს სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობა ედებათ ბრალად.

“პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 3 მოპედი და ავტომობილის ნაქურდალი საბურავები ამოიღო,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული საბურავები და უკანონოდ გასხვისებული აკუმულატორები.  შსს-ს თანახმად, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.