მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი კერძო ვიზიტით ლევან ვასაძეს ესტუმრა

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი ეწვია. ლევან ვასაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე “მსოფლიო საოჯახო კონგრესი” დოდონის სტუმრობისა და მასთან დისკუსიის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

ვასაძის თქმით, დოდონი ცოლთან, შვილთან და ძმასთან ერთად კერძო ვიზიტით ჩამოვიდა საქართველში. 2-3 დღით დარჩება ქვეყანაში და დაისვენებს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც განგვიცხადეს, რომ მოლდოვის პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილს ოფიციალური შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს და დოდონი კერძო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, იგი პრორუს პოლიტიკოსად განიხილება. “დოიჩეველესთვის” მიცემულ ინტერვიუში დოდონმა თქვა, რომ მოლდოვას აკლია “ისეთი პატრიოტი პოლიტიკოსი, როგორიც პუტინია”. თავად დოდონი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრორუსი პოლიტიკოსია და თავს “პრომოლდაველ პოლიტიკოსს” უწოდებს.

ვლადიმერ პუტინი და იგორ დოდონი

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com