რიყე-ნარიყალას საბაგირო 16-დან 30 აპრილამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 16 აპრილიდან 30 აპრილამდე ვერ მოემსახურება.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები.

სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშოები გეგმურია და ის ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.  სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია
“ლეიტნერის” სპეციალისტები აწარმოებენ.

ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.