ახალი ამბები

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა – TTC

23 თებერვალი, 2023 • 882
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა – TTC

მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია(TTC) ავრცელებს.

“შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” — დასძენს კომპანია.

23 თებერვლის საღამოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ ტექნიკური შეფერხების გამო მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი