ახალი ამბები

ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს

3 აპრილი, 2018 • 1268
ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები – არ გაუწიეს სათანადო კონტროლი  და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების  მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი