ახალი ამბები

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაინიშნა

2 აპრილი, 2018 • 3105
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახლი თავმჯდომარე ჰყავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ინფორმაციით, მინისტრ მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი სეთურიძეს ამ პოსტზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით 2013 წლის სექტემბერში შეიქმნა . თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, ფონდის აქტივები დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ირაკლი ქარსელაძე საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც 2016 წელს თანაინვესტირების ფონდმა დააფუძნა. ის ასევე იყო თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ირაკლი ქარსელაძე პირადად წარადგენდა “პანორამა თბილისის” პრეზენტაციებს. ამ პროექტს გარემოს დამცველები, კულტურის სპეციალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კი დღემდე აქვს სასამართლო დავა პროექტის წინააღმდეგ.

ირაკლი ქარსელაძე “პანორამა თბილისის” პროექტის პრეზენტაციას წარადგენს. 04.10.2016. ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

მასალების გადაბეჭდვის წესი