ახალი ამბები

კახა კალაძე – ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდება

28 მარტი, 2018 • 2988
კახა კალაძე – ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესი დროებით შეჩერდება. მისი თქმით, უკვე დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების  გეგმას მოამზადებს.

“ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური განაშენიანებების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შევაჩეროთ განაშენიანების პროცესი. ვიცი, რომ უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა. მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა, განვითარების ჩარჩო-გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები,”-განაცხადა კახა კალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი