“დავინჩის კოდიდან” ქრისტეზე ხუმრობამდე – როდის და რატომ ითხოვდნენ გამოხატვის შეზღუდვას

ბოლო 15 წლ­ის გა­ნმ­ავ­ლო­ბა­ში, სა­ზო­გა­­დო­ებ­აში, ინ­ტე­ნს­იუ­რად მი­დის რე­ლი­გი­ური გრძნ­ობ­ებ­ის შე­ურ­აც­ხყ­ოფ­ის კრ­იმ­ინ­ალ­იზ­აც­ია­ზე მსჯე­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ქა­რთ­ვე­ლოს მა­რთ­ლმ­­ად­იდ­ებ­ელი ეკლე­სი­ის სასუ­ლი­ერო პი­რე­ბი და მრევლი აქ­ტი­­ურ­ად აპ­რო­ტე­სტ­ებ­დნ­ენ კი­ნო­თე­ატ­რე­ბში 2006 წე­ლს გა­მო­სუ­ლი ფი­ლმ­ის „და­ვი­ნჩ­ის კო­დის” ჩვ­ენ­ებ­ას, ჯო­ან რო­ულ­ინ­გის ნა­წა­რმ­ოე­ბის, “ჰა­რი პო­ტე­რის” ქა­რთ­ულ ენ­აზე გამოცემას, იე­ჰო­ვას მო­წმ­ეთა მი­ერ წი­გნ­ებ­ის გა­ვრ­ცე­ლე­ბას და ა.შ. ყველა ას­ეთი ტი­პის პრ­ოტ­ეს­ტს არ­გუ­მე­ნტ­ად მო­­ქა­ლა­ქე­თა უმ­რა­ვლ­ეს­ობ­ის რე­ლი­გი­ური გრ­ძნ­ობ­­ებ­ის შე­ურ­აც­ხყ­ოფა ედო სა­ფუ­ძვ­ლად.

უკანასკნელ წლებში, საქართველოში, კიდევ რამდენჯერმე დადგა რელიგიის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დარეგულირების საკითხი. მეტწილად, ეს კვლავ მიმართული იყო დომინანტური რელიგიური ჯგუფის კრიტიკული პოზიციებისგან დასაცავად. რამდენიმე დღის წინ ე.წ. ქართველთა მარშის, ასევე, სხვა რადიკალური ჯგუფების წევრები “რელიგიური გრძნობების დასაცავად” რუსთავი 2-თან მივიდნენ და ტელეკომპანიის წამყვანს, გიორგი გაბუნიას, ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილზე ხუმრობისთვის ბოდიშის მოხდა ლანძღვა-გინებით მოსთხოვეს.

ISFED-ის განცხადებით, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის კრიმინალიზაცია ბუნდოვანებას ქმნის მისი რეალური აღსრულების კუთხით და ასევე, აჩენს რისკებს გამოხატვის თავისუფლებაში არათანაზომიერი ჩარევის რისკებს.

“სამართლიანი არჩევნებმა” ვრცლად მიმოიხილა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის რეგულირების ადგოლობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა, რის შემდეგაც შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი და რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციაის რეკომენდაციით, რომლითაც ხელისუფლებას მიმართა, არ უნდა მოხდეს მკ­რე­ხე­ლო­ბის შე­სა­ხებ რა­იმე ტი­პის რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც შე­სა­ძლ­ებელს გა­ხდ­ის ხე­ლი­სუ­ფლ­ებ­ისა და სხ­ვა დო­მი­ნა­ნტი ჯგ­უფ­ებ­ის მიერ ბა­რი­ე­ების შე­ქმ­ნას, რე­ლი­გი­ური სა­კი­თხ­ებ­ის­ად­მი გა­მო­ხა­ტვ­ის­ას. ასევე, არ უნდა მო­ხდ­ეს რე­ლი­გი­ის და რე­ლი­გი­ური გრ­ძნ­ობ­ებ­ის შე­ურ­აც­ხყ­ოფ­ის, რე­ლი­გი­ური რწ­მე­ნი­სა და დო­ქტ­რი­ნის შე­ურ­აც­ხყ­ოფ­ის კრ­იმ­ინ­ალ­იზ­აც­ია ან სხ­ვა სა­ხის სა­კა­ნო­ნმ­დე­ბლო რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად იმ­ავე შე­დე­გს იძ­ლე­ვა და რი­სკ­ებს ქმ­ნის, რო­გო­რს­აც მკ­რე­ხე­ ლო­ბის და­ნა­შა­ული.

“სამართლიანი არჩევნები” საჭიროდ მიიჩნევს, სა­კა­ნო­ნმ­დე­ბლო ორ­გა­ნომ და­იწ­ყოს სი­ძუ­ლვ­ილ­ის ენ­ის ევ­რო­პუ­ლი გა­გე­ბის შე­სა­ხებ მს­ჯე­ლო­ბა (სი­ძუ­ლვ­ილ­ის წა­ქე­ზე­ბის, სი­ძუ­ლვ­ილ­ის გა­ღვ­ივ­ებ­ის და მი­სი მც­დე­ლო­ბის კიმინ­ალ­იზ­აც­იის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ზე). ISFED-ის განცხადებით, აღ­ნი­შნ­ული სა­კი­თხი გა­ნხ­ილ­ული უნ­და იყ­ოს ხე­ლი­სფ­ულ­ებ­ის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგ­უფ­ებ­ის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით.

გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციით, რე­ლი­გი­ური თა­ყვ­ან­ის­ცე­მი­სა და რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუ­ფლ­ებ­ის უფ­ლე­ბით სა­რგ­ებ­ლო­ბი­სა­თვ­ის ხე­ლის შე­შლ­ას პრ­აქ­ტი­კა­შიც უნდა გა­აჩ­ნდ­ეს მყ­არი გა­რა­ნტ­იე­ბი – ჩა­დე­ნილ ქმ­ედ­ებ­ის­თვ­ის (ხე­ლი­ს შ­ეშ­ლა) პა­სუ­ხი­სმ­გე­ბლ­ობ­ის და­კი­სრ­ება, რო­მე­ლიც სა­ხე­ლმ­წი­ფოს აა­ცი­ლე­ბს რე­ლი­გი­ური და­ პი­რი­სპ­ირ­ებ­ებ­ის ეს­კა­ლა­ცი­ას. ასევე, ღვ­თი­სმ­სა­ხუ­რე­ბის ობ­იე­ქტ­ის შე­ბღ­ალ­ვა/წა­ბი­ლწ­ვა, ეკ­ლე­სი­ის სა­კუ­თრ­ებ­ის გა­ნზ­რახ და­ზი­ან­ება არ უნდა და­რე­გუ­ლი­რდ­ეს ცა­ლკე დე­ბუ­ლე­ბით. ISFED-ის რეკომენდაციით, პი­რს უნდა და­ეკ­ის­როს პა­სუ­ხი­სმ­გე­ბლ­ობა კონკრეტუ­ლი დანაშაულ­ის სა­ფუ­ძვ­ელ­ზე, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია რე­ლი­გი­ური სი­ძუ­ლვ­ილ­ის ნი­ად­აგ­ზე.

“სამართლიანი არჩევნების” მიერ შემუშავებულ პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მე­ნტ­ში სა­უბ­არ­ია რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხ­ებ­თან და­კა­ვშ­ირ­ებ­ული გა­მო­ხა­ტვ­ის კრიმ­ინ­ალ­იზ­აც­იის პრ­ობ­ლე­მა­ტი­კა­ზე და გა­ნხ­ილ­­ულ­ია თემისადმი ყვ­ელა შე­სა­ძლო მი­დგ­ომ­ის და­დე­ბი­თი და უარყ­ოფ­ითი მხ­არ­ეე­ბი.

იხილედ ISFED-ის სრული დოკუმენტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.