თელავში მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული რეანიმაციაშია გადაყვანილი

გუშინ, 18 მარტს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში აფეთქბა მოხდა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ რკინის სამუშაობების მიმდინარეობისას გაზმა გაჟონა. შედეგად  ორი ადამიანი დაშავდა. ნეტგაზეთს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხად, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აქვთ მიღებული.

“ერთი მათგანი რეანიმაციაშია მოთვსებული, მეორე კი, დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში,”-აცხადებს გუგა ქაშიბაძე. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.