Space X-მა კოსმოსში სატესტო სატელიტები გაუშვა

დღეს, 22 თებერვალს, SpaceX-მა ორბიტაზე სატესტო სატელიტები გაგზავნა. სატესტო საელიტები ილონ მასკის გლობალური პროექტის ნაწილია, რომელიც დედამიწას უკეთესი ინტერნეტით უზრუნველყოფს.

სატელიტების გაშვება 21 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა ქარიანი ამინდის გამო მეცნიერებმა პროცესის გართულების 2-პროცენტიანი შანსის არსებობა ივარაუდეს, რაც ილონ მასკისთვის საკმარისი აღმოჩნდა, სატელიტების გაშვება ერთი დღით გადაედო.

დედამიწისთვის უკეთესი ინტერნეტის უზრუნველსაყოფად ილონ მასკის კომპანია Space X  -მა 2019 წლისთვის ორბიტებზე სატელიტების გაშვების შესახებ განაცხადა. გეგმის თანახმად, კოსმოსში 4 425 სატელიტი უნდა გაუშვან.

PAZ Mission

SpaceX is targeting a Falcon 9 launch of the PAZ satellite to low-Earth orbit on Thursday, February 22 from Space Launch Complex 4 East (SLC-4E) at Vandenberg Air Force Base, California. The instantaneous launch opportunity is at 6:17 a.m. PST, or 14:17 U

Posted by SpaceX on Thursday, 22 February 2018

SpaceX-ის ვიცეპრეზიდენტმა პატრიცია კუპერმა 2017 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ კომპანია სატელიტების გამოცდას დაიწყებს და 2019 წელს Space X  სატელიტებს უკვე სრული მასშტაბით გაუშვებს კოსმოსში.

“დარჩენილი სატელიტები ეტაპობრივად გაეშვება კოსმოსში 2024 წლისთვის”, – ამბობს პატრიცია კუპერი.

მასკის მიერ დაფუძნებულმა Space X-მა, რომელიც კოსმოსს იკვლევს, შექმნა და განავითარა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც რაკეტებს აძლევს საშუალებას, კოსმოსში მისიის შესრულების შემდეგ, დედამიწაზე დაბრუნდნენ და მათი გამოყენება ხელახლა იყოს შესაძლებელი. გასული წლის მარტში კომპანიამ პირველად გაგზავნა კოსმოსში უკვე გამოყენებული ფალკონ 9-ის რაკეტები. მუშაობის ეს მოდელი, როგორც კუპერი აცხადებს, დანახარჯებს ამცირებს. სატელიტები ამჯერადაც ფალკონ 9 -ის მეშვეობით გაემგზავრებიან კოსმოსში.

პროექტის თანახმად, 4 425 სატელიტი 83 ორბიტულ ველზე იმუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.