ახალი ამბები

სააკაშვილმა დეპუტატ ირინა იმერლიშვილს ქურდბაცაცა და დიდი მომპარავი უწოდა

16 სექტემბერი, 2013 • • 994
სააკაშვილმა დეპუტატ ირინა იმერლიშვილს ქურდბაცაცა და დიდი მომპარავი უწოდა

 

“დღეს ვიყავი ვანო მერაბიშვილის მშობლებთან [და ვნახე], როგორ მოკრძალებულად ცხოვრობს ეს ხალხი. პატარა მიწის ნაკვეთი აქვთ ძალიან მაგრად მოვლილი, მაგრამ უბრალოდ და, შეიძლება ითქვას, ხელმოკლედ ცხოვრობენ. გუშინ ტელევიზორში აჩვენეს ახლა პარლამენტში მათი მთავარი, რომელიც დარბის და ხმებს აგროვებს და ყიდულობს ჩვენგან, ერთი პარლამენტარი, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდბაცაცა, ხალხო, ჩვეულბრივი ქურდბაცაცა არა, დიდი მომპარავი. ეს ის ქალია, იუშენკოს რომ უთვლიდა საპნის ფულს. მე ვნახე მერაბიშვილი, რომელსაც მილიარდების მოპარვას აბრალებდნენ და ვნახე მისი ოჯახი როგორ ცხოვრობს, გუშინ კი მთელმა საქართველომ ნახა მათი შემადგენლობა როგორ ცხოვრობს. ეს ხალხი უკითხავს ვიღაცას ლექციას,  ყველაფერი დადგა თავდაყირა. დღეს პრემიერ–მინისტრმა უკვე მესამეჯერ გახსნა მშენებლობა ჩვენ მიერ ორჯერ გახსნილი და დაწყებული ჰესი 3 წლის წინ, როგორც დიდი ამბავი, და ეს არის პრემიერ–მინისტრი, რომელმაც გააჩერა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თბილისის შემოვლითი რკინიგზა და თბილისს წაართვა მომავალი. ასევე ქუთაისს და მთელ რეგიონს ართმევს მომავალს, რადგან პარლამენტის შენობის გადმოტანა უნდა იმიტომ, რომ მის სასახელსთან უფრო ახლოს იყოს, ეს არის ის პრემიერ–მინისტრი, რომელმაც, პრაქტიკულად, შეაჩერა რკინიგზის მშენებლობა ევროპაზე და სამაგიეროდ გველაპარაკება ევრაზიის კავშირში შესვლაზე. აი, ამ სიტუაციაში თუ მათ მოახერხეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა, საქართველოში საბოლოოდ მოხდება პროგრესის გაჩერება და საბოლოო უზურპაცია ხელისუფლების, რაც, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ვერ იქნება, მაგრამ გამოიწვევს პროგრესის შეჩერებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი