ახალი ამბები

პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა დედები თამარ მეფის ორდენებით დააჯილდოვა

11 სექტემბერი, 2013 • 1915
პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა დედები თამარ მეფის ორდენებით დააჯილდოვა
„თამარ მეფის ორდენი არის ჯილდო, რომელიც განსაკუთრებით გამოჩენილ ქართველ ქალებს ეკუთვნით. ჩემთვის არ არის უფრო გამოჩენილი ქართველი ქალის სიმბოლო, თუ არა ქართველი გმირის დედა. ყველა გმირს აქვს თავისი ბიოგრაფია… 300 არაგველის გმირობის შემდეგ კი, შინდისის გმირების მსგავსი პარალელი საქართველოს არ ახსოვს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ყველა ქართველი გმირის დედა თავად არის გმირი:

 

“მთავარი ის კი არ არის, რამდენ შვილს გაზრდი, თუმცა კარგია, რომ ბევრი შვილები გვყავდეს, მთავარია, როგორ გაზრდი და რას გააკეთებენ ისინი სამშობლოსთვის. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის, გამბედაობისთვის და თავმოუდრეკელობისთვის; იმისათვის, რომ საქართველოს ჭშმარიტი პატრიოტები გაუზარდეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

თამარ მეფის ორდენისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი