ახალი ამბები

ივანიშვილი ესტონეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

9 სექტემბერი, 2013 • 1360
ივანიშვილი ესტონეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე:

 

“დღეს ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები. მიუხედავად სხვადასხვა სფეროში წარმატებული ურთიერთობისა, ჩვენს ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის მეტი პოტენციალი არსებობს განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, რომელიც აუცილებლად ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამთავრობო დონეზე მზადყოფნას ინვესტიციების წახალისებასა და ბიზნეს- ურთიერთობების განვითარების კუთხით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი