ნეტგაზეთი | გადარჩენილი რუსი პილოტის თქმით, თვითმფრინავს თურქეთის საზღვარი არ დაურღვევია გადარჩენილი რუსი პილოტის თქმით, თვითმფრინავს თურქეთის საზღვარი არ დაურღვევია – Netgazeti
Batumelebi | RU

გადარჩენილი რუსი პილოტის თქმით, თვითმფრინავს თურქეთის საზღვარი არ დაურღვევია

SU 24-ის გადარჩენილი პილოტი, რომელიც თურქეთმა სირიის საზღვართან ჩამოაგდო, უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის თურქულმა მხარემ ჩამოგდებამდე გააფრთხილა. პილოტი ამტკიცებს, რომ ის სირიის საზღვრებში დაფრინავდა.

 

BBC-ის ცნობით, კაპიტანი კონსტანტინ მურახტინი რუსულ ტელევიზიებთან საუბრისას აცხადებს, რომ არ არსებობს რაიმე შესაძლებლობა, რომ თვითმფრინავებს თურქეთის საზღვრები უკანონოდ გადაეკვეთათ. ამავდროულად, თურქული მედია ავცელებს ვიდეო ჩანაწერებს, რომლებშიც ისმის დისპეჩერის მოწოდება. ის თვითმფრინავებს აფრთხილებს და მოუწოდებს მათ დატოვონ თურქეთის ტერიტორია.

 

 

სამხედრო ძალებს ამ დრომდე არ უპოვიათ მეორე პილოტის ცხედარი.

 

კაპიტანი კონსტანტინ მურახტინი, რომელიც თურქეთის მიერ ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავ SU 24-ს მართავდა, სირიის არმიისა და რუსული სამხედრო ძალების მებრძოლებმა გადაარჩინეს.

 

გადარჩენილ პილოტს გმირობისათვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმეტ პუტინი “ოქროს ვარსკვლავის” ორდენით დააჯილდოებს.

 

რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების მონაცემები. რუსული მხარის თქმით, თვითმფრინავს საზღვარი არ დაგაუკვეთია, ხოლო თურქული მხარე საპირისპიროს ამტკიცებს. წყარო: BBC
რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების მონაცემები. რუსული მხარის თქმით, თვითმფრინავს საზღვარი არ დაგაუკვეთია, ხოლო თურქული მხარე საპირისპიროს ამტკიცებს. წყარო: BBC

 

24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოწოდების მიუხედავად არ დატოვა საზღვარი. როგორც თურქეთი აცხადებს, თვითმფრინავი 10-ჯერ გააფრთხილეს. საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში ნატოს სპეციალური სხდომა გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი