BBC-ის ინფორმაციით, ტორნადომ მისისიპისა და ჯორჯიის შტატებში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ძლიერი შტორმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ჯორჯიას შტატში 11 გარდაიცვალა და 23 დაშავდა, ხოლო მისისიპიში 4 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, სტიქიის ეპიცენტრში, მისისიპის შტატში, ქარის სიჩქარე 218 კმ/სთ-ს აჭარბებდა.
ბიბისის ცნობით, ამერიკის გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ტორნადო შესაძლოა ჩრდილოეთ ფლორიდასა და სამხრეთ ჯორჯიაშიც განმეორდეს.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ესაუბრა შესაბამის უწყებას და მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილთა გამო.

ჯორჯიას და მისისიპის შტატებში შტორმს სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა © REUTERS