ახალი ამბები

ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის გაზგამანაწილებელი მილი დაზიანდა

12 თებერვალი, 2018 • 1577
ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის გაზგამანაწილებელი მილი დაზიანდა

 სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ბაგებში, მეხუთე კორპუსის გაზგამანაწილებელი ერთ-ერთი მილი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად მოსახლეობა არ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ადასტურებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, 11 თებერვალს, საღამოს 9 საათზე, მეხუთე კორპუსში “ყაზტანსგაზ-თბილისის” კონტრაქტორი კომპანია გაზგამანაწილებელ ქსელს აშენებდა, რა დროსაც 30 მეტრი სიგრძის ე.წ. მწოლი ჩამოიწია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მილის, რომელშიც ჯერ კიდევ არ იყო გაყვანილი ბუნებრივი აირი, დემონტაჟი მოხდა.

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნით სამუშაოს თავად განახორციელებენ კონტრაქტორი კომპანიის ნაცვლად.

“იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მშენებლობის პროცესში კონტარქტორი კომპანიის მიერ უსაფრთხოების ნორმების ან საინჟინრო ტექნიკური პროექტიდან მცირედი გადახვევა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უმკაცრეს ზომებს გაატარებს” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, აღნიშნულ კორპუსში დევნილები ცხოვრობენ, ხოლო მათი გაზიფიცირების პროექტს დევნილთა სამინისტრო ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი