ახალი ამბები

თბილისში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

31 იანვარი, 2019 • 2319
თბილისში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “ყაზტრანსგაზში” დაუსადტურეს.

როგორც საქართველოს შიანგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად თბილისში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე თვეში 4 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას დიღომში. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.  მანამდე, 6 ნოემბერს ვარკეთილში გაზით ინტოკსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა.

ამავე თამაზე წაიკითხე:

მხუთავი აირით 2016 წლიდან დღემდე თბილისში, სულ მცირე, 95 ადამიანი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი