2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში, ქალაქ პიონჩანგში ტარდება. რიგით ოცდამესამე ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტის 15 სახეობა იქნება წარმოდგენილი. ოლიმპიური ცეცხლი კორეაში ბოლოს 30 წლის წინ ჩავიდა.
გახსნის ცერემონია ჰარმონიის, სიმშვიდისა და ერთიანობის თემას მიეძღვნა, ხოლო მისი მთავარი სიმბოლო თეთრი ვეფხვი სოორანგია, რომელიც კორეული კულტურის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.
წლევანდელ ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კინ იო ჩონგი ესწრება. მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე ინი მასპინძლობს. 1953 წლიდან, კორეის ომის დასასრულიდან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კიმის დინასტიის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩადის.
ზამთრის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის წარმომადგენლები არიან: სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი.